ზვიად კვაჭანტირაძე: 5-თვიანი წინაასარჩევნო კამპანია მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, 5 თვე წინაასარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის.
”ჩვენ ნებისმიერ ფორმატზე მზად ვიქნებით. მიგვაჩნია, რომ ეს ვადა არის ძალიან ხელოვნურად გაწელილი. დღეს გავიარეთ ევროპული მაგალითები და, ზოგადად, ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 5 თვე წინაასარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის. მსგავსი პრეცედენტი ევროპაში არ არსებობს. ვერ დამისახელებთ პრეცედენტს, რომელიც შეიძლება სამაგალითოდ იყოს აღებული. ყველაზე დიდი არის 3-თვიანი ვადა”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები