იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა

იაპონიაში ხუთშაბათს და შაბათს მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა საერთო რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია NHK იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, საავადმყოფოებს სამედიცინო დახმარებისთვის 2 ათასმა ადამიანმა მიმართა.
სპეციალურ საევაკუაციო პუნქტებში 100 ათასი ადამიანი იმყოფება. ხუთშაბათს კონძულ კიუსიუს კუმამოტოს პრეფექტურაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. შაბათს კი იმავე ადგილას 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. გარდა ამისა, ოიტის მეზობელ პრეფექტურაში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მთლიანად კი სეისმოლოგებმა ამ დღეების განმავლობაში 290 მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს. 160 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები