ებრაელი მეცნიერები – ბიბლია იმაზე ადრე დაიწერა, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი
თელ-ავივის უნივერსიტეტის მათემატიკოსებმა და არქეოლოგებმა ეჭვქვეშ დააყანეს ბიბლიის ასაკი. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ძველ ებრაულ ენაზე შექმნილი ჩანაწერების სამალავი აღმოაჩინეს და ამის მიხედვით დაადგინეს, რომ ბიბლია ორი საუკუნით ადრე დაიწერა, ვიდრე აქამდე ეგონათ. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება. სპეციალურმა ანალიზმა დაადგინა, რომ ძველი ჩანაწერები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600 წლით თარიღდება. ეს ცხადყოფს, რომ უკვე იმ დროს ისრაელში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებმაც წერა-კითხვა იცოდნენ. აქამდე ითვლებოდა, რომ ბიბლია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 590-540 წლებით თარიღდება, ვინაიდან მანამდე ისრაელის მოსახლეობა ცუდად იყო განათლებული.