„დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის“

დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
“დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ახლა გვთავაზობენ სხვა თარიღს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესს გავაკეთებთ – მაისის დასაწყისშივე დავნიშნავთ არჩევნებს და გამოვცემ ახალ აქტს, რომელშიც იქნება ერთი წინადადება – არჩევნები დაინიშნოს 8 ოქტომბერს. ეს იქნება ბევრად უკეთესი ქართული საარჩევნო გარემოსთვის. მანამდე – მაისის დასაწყისამდე, მთავრობას ექნება შესაძებლობა, რომ ყველანაირად მოემზადოს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება, თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები