სერგეენკო NDI-ის კვლევაზე: რატომაა ჯანდაცვის სამინისტრო წარმატებული და მინისტრის რეიტინგი დაბალი
NDI-ის კვლევის შედეგები ჩემთვის ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ განუცხადა.
მისივე თქმით, სოციოლოგიურ კვლევებს სჭირდება ძალიან სპეციფიკური ცოდნა, რომ კვლევას კვალიფიციური ანალიზი გაუკეთო.
„არაფერი პირადი, მაგრამ NDI-ის კვლევის შედეგები ჩემთვის ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა. თუნდაც ამ კვლევაში ჩემთვის გაუგებარი მოცემულობაა. მაგალითად, რატომ არის ჯანდაცვის სამინისტრო შეფასებული ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად და მაგალითად, ასევე – არაფერი პირადი, რატომ არის ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი. არ ვიცი ეს ამბები. შეიძლება ეს ასეც უნდა იყოს, ან ასე არ უნდა იყოს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ უტყუარი ინდიკატორი არის არჩევნები, როდესაც ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.