რა დაუტოვა მიკ ჯაგერს სიკვდილის შემდეგ მეგობარმა ქალმა

   საყვარელ მამაკაცს, ჯგუფ “როლინგ სტოუნის” ლიდერს – მიკ ჯაგერს მეგობარმა ქალბატონმა, დიზაინერმა ლორენ სკოტმა 9 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დაუტოვა. საბუთების თანახმად, ნიუ-იორკში მდებარე 8 მილიონ დოლარად შეფასებული ლორენ სკოტის სახლის ერთადერთი მემკვიდრე მიკ ჯაგერია, ასევე – ავტომობილის, ავეჯის და კიდევ სხვა პირადი ნივთის მფლობელიც მიკ ჯაგერი დარჩება.
შეგახსენებთ, რომ დიზაინერმა ლორენ სკოტმა თავი მოიკლა. ის ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს. 49 წლის ლორენ სკოტი და მიკ ჯაგერი 2001 წლიდან იყვნენ ერთად. მოდელის კარიერის დასრულების შემდეგ იგი ტანსაცმლის დიზაინით იყო დაკავებული. ბოლო დროს კი ტანსაცმლის საკუთარ ხაზზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები