თურქეთში ტერაქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა თურქეთის დიარბაკირის პროვინციაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულთა უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეა.
ორშაბათის საღამოს „ქურთთა მუშათა პარტიის“ წევრებმა დიარბაკირის ჟანდარმერიის შენობასთან აფეთქება მოაწყვეს. დიარბაკირი არაოფიციალურად თურქული ქურთისტანის დედაქალაქად ითვლება. ამ პროვინციაში, სურის რაიონში სამ თვეზე მეტხანს ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა. თავის მხრივ, ქურთებმა პოლიციის და თურქეთის ჯარის წინააღმდეგ არაერთი ტერაქტი განახორციელეს.