სომალიში ყოფილი ჟურნალისტი დახვრიტეს

ყოფილი რადიოწამყვანი ხასან ხანაფი სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სიკვდილით დასაჯეს.
განაჩენი მას სამხედრო სასამართლომ მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბრალდებამ დაამტკიცა, რომ ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში ხანაფი ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ აქტიური წევრი იყო. 2007-2011 წლებში ის დაჯგუფებაში რამდენიმე ჟურნალისტის „დავერბოვკებას“ ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მას ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანებაზე კოლეგებმა უარი უთხრეს, ხანაფის ბრძანებით, ტერორისტებმა ხუთი ჟურნალისტი მოკლეს. მთლიანად „აშ-შაბაბის“ მოქმედების შედეგად 2007 წლის შემდეგ მედიის 25 თანაშრომელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები