ნიუ-იორკში თვითმფრინავი ჩამოვარდა
მცირე ზომის თვითმფრინავი Piper -ი აშშ-ში, ნიუ-იორკის დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. NBC New York-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი – პილოტი და მგზავრი დაშავდა. თვითმფრინავი ლონგ-აილენდის ერთ-ერთ კვარტალში ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო აპარატს ძრავის პრობლემები ჰქონდა. ამის გამო ის ხეს შეეჯახა და შემდეგ ქუჩაში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად მიწაზე მყოფ პირთა შორის არავინ დაშავებულა. დაცემის დროს თვითმფრინავმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, ამიტომ მიმდებარე რაიონებში 250 სახლს დენის მიწოდება შეუწყდა.