28 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ზაზა კედელაშვილის ცოლის ძმაა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე 28 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული თბილისის საკრებულოს თანამშრომლის ძმა და  საპარლამენტო ოპოზიის – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაზა კედელაშვილის ცოლის ძმა – ნოდარ მემანიშვილია.„კვირას“ ინფორმაცია მკვლებობაში ბრალდებულის დამ ნინო მემანიშვილმა დაუდასტურა. ნინო მემანიშვილი ამჟამად თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო პოლიტიკის სამსახურის სპეციალისტია.
მემანიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მის ძმას 35 წლის ნოდარ მემანიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
„დანაშაული შურისძიების გამო მოხდა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გარდაცვლილი ჩემს ძმას რაღაცას აბრალებდა და პირადად შეეხო მას. დიდი ხნის ნაცნობობა არ ჰქონდათ ერთმანეთთან. ვინც ახლდა მკვლელობის დროს ჩემს ძმას, იმის ახლობელი იყო გარდაცვლილი. როგორც ვიცი ერთმანეთთან ისინიც დაპირისპირებულები იყვნენ“, – აცხადებს ბრალდებულის და ნინო მემანიშვილმა. მისივე თქმით,  მის ძმას კერძო ბიზნესი ჰქონდა.
„კვირას“ ინფორმაციით, ნოდარ მემანიშვილი წარსულში ნასამართლევია და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება მარტის დასაწყისში დატოვა. ამასთან, წარსულში ნასამართლევი იყო გარდაცვლილი ირაკლი ბერულავაც. როგორც „კვირას“ გარდაცვლილის მეზობელმა განუცხადა,  მათ ერთმანეთი ციხეში გაიცნეს.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა თბილისში, 22 მარტს, დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, 28 წლის ირაკლი ბერულავა დაიღუპა. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, 28 წლის ირაკლი ბერულავას სხეულზე ცეცეხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრიალობა მიაყენეს.   გარდაცვლილის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ს 108 (განზრახ მკვლელობის) მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობაში ბრალდებული დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები