ლიბანში ყოფილ მინისტრს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ლიბანის სასამართლომ ინფორმაციის ყოფილ მინისტრს მიშელ სამაჰას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის ტერორისტული აქტების მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სამაჰას ახლო კონტაქტები ჰქონდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. ბრალდების მხარის ცნობით, ტერორისტული შეტევების მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაცია იყო. თავად მიშელ სამაჰა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საკუთარ ქვეყანას პირნათლად ემსახურებოდა და მისი მთავარი საზრუნავი ლიბანელი ხალხის უსაფრთხოება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები