ობამას უსაფრთხოების დამცველები მორიგ სკანდალში გაეხვნენ
შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის სამი თანამშრომელი, რომლებსაც ჰოლანდიაში ვიზიტის დროს ბარაკ ობამას უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ, დისციპლინის დარღვევის გამო, ამერიკაში დააბრუნეს. ნიდერლანდებში მყოფი დაცვის წევრებიდან ერთი ლოთობისთვის, ორი კი დისციპლინური დარღვევისთვის გაათავისუფლეს. პრეზიდენტის უსაფრთხოების დამცველი ერთ-ერთი აგენტი ამსტერდამში, სასტუმროში მთვრალი იპოვეს.
მსგავსი სკანდალი 2012 წელსაც მოხდა. მაიამის პოლიციამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი საიდუმლო სამსახურის აგენტი ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში ნახა, ხოლო იმავე წლის აპრილში, პრეზიდენტის ვიზიტისას, ასევე დაცვის ერთი წევრი მეძავების მომსახურების გამოყენებაში ამხილეს.