„ისლამური სახელმწიფო“ ამჯერად ლონდონს ემუქრება (ვიდეო)

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მორიგი მუქარის ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ამჯერად ტერორისტები ლონდონს ემუქრებიან.
ვიდეოში ნაჩვენებია ნიუ-იორკის, პარიზის და ბრიუსელის ტერორისტული აქტების კადრები, ასევე – დიდი ბრიტანეთის პარლამენტის
შენობა, რომელიც ტერორისტების ერთ-ერთი სამიზნეა. ვიდეოკლიპს თან სდევს ხმა: „ქრისტიანო ერებო, ეს შეტყობინება თქვენთვისაა. ან შეუერთდით ისლამს, ან თქვენ პასუხი მოგეკითხებათ. გუშინ იყო პარიზი და ბრიუსელი, ხვალ იქნება ლონდონი, ბერლინი ან რომი“.
ვიდეოკლიპში გამოყენებულია ასევე ეიფელის კოშკის დანგრევის კადრები, რომლებიც ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშიდან არის აღებული. „ებრძოლეთ მათ, ალაჰი დასჯის მათ თქვენი ხელებით“, – მიმართავენ ვიდეორგოლში ჯიჰადისტები თავის მხარდამჭერებს ევროპის ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები