მექსიკის დედაქალაქის სიახლოვეს ვულკანი ამოიფრქვა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს მახლობლად ვულკანი პოპოკატეპეტლი ამოიფრქვა. ვულკანმა ფერფლი 1,5 კილომეტრის სიმაღლეზე ამოტყორცნა. ეს ვულკანის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ვულკანური აქტივობის გაძლიერების მიუხედავად, მექსიკის დედაქალაქში ვულკანური საფრთხის დონე არ აუწევიათ და ის „ყვითელ“ (საშუალო) დონეზე დარჩა. პოპოკატეპეტლის სიმაღლე 5,42 კილომეტრია. ის მექსიკის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტიური ვულკანია. ბოლო 500 წლის განმავლობაში აქ 15 ძლიერი ამოფრქვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები