ერდოღანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანს უჭერს მხარს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ყრილობაზე იმედი გამოთქვა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდება. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ამ კონფლიქტში თავიდანვე მხარს უჭერდა აზერბაიჯანს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. მანამდე ანალოგიური პოზიცია თურქეთის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში 2 აპრილს აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა. სამი დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ასეული კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები