ზურაბ ტყემალაძე: ჩვენ კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვებას არ ვაპირებთ

ჩვენ კოალიციის დატოვებას არ ვგეგმავთ და ვეცდებით, გავუმკლავდეთ გამოწვევებს, – ასე უპასუხა „მრეწველთა პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა პარტიას არჩევნების შემდგომ პარლამენტში მოხვედრის გარანტია.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კოალიცია, როგორც წინასაარჩევნო ბლოკი, ფუნქციონირებას აგრძელებს და რომელი პარტია რა პოზიციას დაიკავებს, პოლიტიკური მოვლენების განვითარება გვაჩვენებს.
„ამ ცხოვრებაში არავის არაფრის გარანტია არ აქვს. რა თქმა უნდა, გამოწვევებს ჩვენ ვეცდებით და გავუმკლავდებით. ექვს თვეზე მეტია დარჩენილი და მინდა, დავამშვიდო ჩვენი ამომრჩეველიც და საზოგადოებაც, რომ ჩვენ არ ვჩქარობთ და არჩევნებამდე 2 თვით ადრე გახდება ცნობილი, რა კონფიგურაციებს გეგმავს ჩვენი პარტია. ჩვენ არ ვაპირებთ კოალიციის დატოვებას. მოგახსენებთ, რომ კოალიცია დღეს უკვე არის წინასაარჩევნო ბლოკი, რომლის წესდება გაფორმებულია 4 წლის ვადით. ეს ბლოკი ფუნქციონირებს და ვინ, როგორ, რა მიმართულებით იკავებს პოზიციას, ან დაიკავებს, ამას ცხოვრება გვიჩვენებს“, – განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები