ზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი იქნება

გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, ძალიან მალე ოფიციალურად დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი იმ ცვლილებების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.
„ჩვენ გვაქვს განზრახვა, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, ძალიან მალე ოფიციალურად დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს. რა თქმა უნდა, აქ დასამალი რა არის. მოტივაციაც ყველასთვის გასაგებია. იგი იქნება ჩვენი გუნდის, ჩვენი კოალიციის ლიდერი. რაც არ უნდა კომენტარი გაკეთდეს ამაზე, მომავალ არჩევნებამდე იგი იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი და თავისთავად ამ საკანონმდებლო ინიციატივის მოტივაციაც, ძირითადად, ეს არის“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები