გიგა ბუკია: უახლოეს მომავალში გადაწყდება, რა ფორმით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას

„კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბუკიას განცხადებით, პარტია უმრავლესობაში რჩება და იგივე რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თუ რა ფორმით მიიღებენ კონსერვატორები მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, ეს უახლოეს მომავალში გადაწყდება. ბუკიას განმარტებით, კონსულტაციები აღნიშნულ საკთხთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს.
„ეს ახალი გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოსთვის. მუდმივად იყო ხელისუფლება, ერთი მმართველი ძალა და დანარჩენი ყველა ოპოზიციაში. შეიძლება დადგეს ისეთი სიტუაცია, რომ იყოს ხელისუფლება და მისი ხმარდამჭერი პარტია, რომელიც ამომრჩეველს რაღაც განსხვავებულს, მაგრამ ძირითად მოსაზრებებს ხელისუფლებასთან მიმართებაში აფიქსირებდეს. ყველა თეორიული შესაძლებლობა განიხილება. კონსერვატორები 26 წელია პოლიტიკაში ვართ. 23 წელი ოპოზიციაში ვიყავით და კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ოპონირება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც, ჩვენი ნების მიუხედავად, შეიცვალა არსებული პოლიტიკური ვითარება. გვინდა ღრმა ანალიზი გავაკეთოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც როგორც ქვეყანას, ასეევე პოლიტიკურ პროცესებს დააზიანებს“,-განაცხადა ბუკიამ. პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები