არასამთავრობოები: უჩა ნანუაშვილი მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს ატარებს
უჩა ნანუაშვილს არ აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს სახალხო დამცველი და ომბუდსმენი. ის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული, პატარა ჯგუფის ინტერესებს ატარებს და რადგან ის არ არის მოწოდების სიმაღლეზე, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, – განცხადება ამის შესახებ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ორგანიზაციის წარმომადგნელმა ალექსანდრე კობაიძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, მას უკვე ჰქონდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბარი და იმ შემთხვევაში, თუ ნანუაშვილი არ დატოვებს მის მიერ დაკავებულ თანამდებობას, ისინი პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.
„ანალოგიური მოთხოვნა, ანალოგიური საფუძვლებით აქვთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ჩვენ ვაწარმოებთ მათთან მოლაპარაკებებს, რომ ერთობლივად დავგეგმოთ ღონისძიება და პერმანენტულად გავმართოთ აქციები. მიზანი ერთი იქნება, რომ ნანუაშვილი დაუყოვნებლივ გადადგეს. მართალია მან სხვას ჩაურთო წამზომი, მაგრამ ჩვენ მას ვურთავთ წამზომს“, – განაცხადა კობაიძემ.
შეგახსენებთ, დღეს პორტალ “კვირას” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციების წარომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ისინი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვნდნენ.