არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველს წამმზომი ჩაურთეს

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველს დღეს წამმზომი ჩაურთეს. „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ორგანიზაციის“ წარმომადგენელი ალექსანდრე კობაიძე და ორგანიზაცია „თანადგომა და სამართალიანობის“ ხელმძღვანელი ნანა ქადაგიშვილი საქართველოს სახალხო დამცველისგან, უჩა ნანუაშვილისგან დაუყოვნებლივ მოითხოვნდნენ თანამდებობის დატოვებას. მათი განმარტებით, ნანუაშვილი არასახელმწიფოებრივად მოქმედებს და მხოლოდ გარკვეული ჯგუფების ინტერესებს იცავს.
აღნიშნული საკითხის შესახებ მათ დღეს პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენცია ისაუბრეს.
„უჩა ნანუაშვილისგან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, რომ მან დატოვოს თანამდებობა. წამმზომი ჩაირთო და, შესაბამისად, ნანუაშვილმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როდის უნდა გადადგეს თანამდებობიდან. მოლაპარაკების გზა აღარ არსებობს. აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რაც მის ანგარიშში აისახა“,-განაცხადა “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ორგანიზაციის” წარმომადგენლემა ალექსანდრე კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები