დავით ბაქრაძე: ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესის შესახებ საზოგადოების ინფორმირება მთავრობის პრიორიტეტული ამოცანაა
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება გვიწევს, რაც უკავშირდება საქართველოს არაკეთილმოსურნეების სურვილს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნიჰილიზმი ჩაუნერგონ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესის შესახებ საზოგადოების ინფორმირება მთავრობის პრიორიტეტული ამოცანაა.
“ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესის შესახებ ჩვენი საზოგადოების ინფორმირება მთავრობის პრიორიტეტული ამოცანაა. არაერთი წლის მანძილზე ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, განვახორციელეთ შესაბამისი რეფორმები, გაძლიერდა შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ინსტიტუტები”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.