რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძრის შედეგად სახურავი ჩამოინგრა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძრის შედეგად სახურავი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცეცხლის ლიკვიდაციას 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა და 300-ზე მეტი ადამიანი ცდილობს.
ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები ლიკვიდირებული და ლოკალიზებულია და ხანძრის კერების ჩაქრობა მიმდინარეობს, რასაც ძლიერი ქარი ართულებს.
სხვადასხვა მონაცემებით, დაშავებულია სამი მეხანძრე-მაშველი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. შენობა დამოუკიდებლად დატოვა 40-მა ადამიანმა, 7 კი მაშველებმა გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები