„მიშამ მითხრა, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთო“

   მიშამ მითხრა, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთო, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განაცხადა.
“ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟის ატეხვა ერთ მიზანს ემსახურება, რომ გამოძიების ნორმალური მსვლელობიდან და არსებითი საკითხებიდან ყურადღება სკანდალურ საკითხებზე გადაიტანონ, რაც ხელს შეუშლის გამოძიებას. ამ საქმის პოლიტიზაციას ახდენენ, რომ გაიკეთონ მერე ფარი და ამ პოლიტიკური დევნის მიღმა დარჩეს სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც არსებობს.
რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ყველა მათგანი დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსის იყო. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით გამოძიებაზე და მე შემიძლია, შევაჯამო ეს სიტყვები მიშას სიტყვებით. მიშამ მითხრა: მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე. ეს მისი სიტყვებია”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები