აშშ-ში სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ტექნოლოგიის გაცემის ბრალდებით დააკავეს
აშშ-ის სამართალდამცველმა უწყებებმა დააკავეს მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ტეილორ ადამ ლი, რომელიც ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლის ბრალად ედება ეროვნული თავდაცვის შესახებ მონაცემების გაცემისა და ექსპორტის კონტროლის კანონის დარღვევის მცდელობა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულს წვდომა ჰქონდა გასაიდუმლოებულ ტექნიკურ ინფორმაციაზე, მათ შორის – M1A2 Abrams-ის ტანკის შესახებ.
ლის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან კონკრეტული ტექნიკური მონაცემები ელექტრონულად გადასცა პირს, რომელიც, გამოძიების მიხედვით, მას რუსეთის წარმომადგენლად მიაჩნდა. სანაცვლოდ მას რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო
სამართლწარმოების ფარგლებში, ტეილორ ლი სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში წარდგება.
გამოძიებას FBI აშშ-ის არმიის კონტრდაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით აწარმოებს.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნულ ქმედებას ჰქონდა პოტენციური ზიანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და შეიარაღებული ძალების ოპერაციული შესაძლებლობებისთვის.