პეკინის ქუჩაზე მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოვარდა

საბურთალოს რაიონში შუახნის მამაკაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შენობიდან გადმოვარდა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ ექიმთა ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევა პეკინის ქუჩის 24ა -ში მოხდა. „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები