გაზის გაჟონვის შედეგად თბილისში მამაკაცი გარდაიცვალა

გაზის გაჟონვის შედეგად თბილისში 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თემქაზე მოხდა. შემთხვევის დროს ის აბაზანაში იმყოფებოდა. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 240-ე პრიმა მუხლით არის აღძრული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები