ზურაბ ჟვანიას დედა: გთხოვთ ყველას, ნუ განაგრძობთ ამ კამპანიას

    ზურაბ ჟვანიას დედა პოლიტიკოსებს და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, მისი შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შეწყვიტონ. როგორც რემა ჟვანიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ეს აჟიოტაჟი ხელს შეუშლის საქმის გამოძიებას.
“მივმართავ პოლიტიკოსებს და მასმედიას. ვერ გამიგია, ახლა, როდესაც ინტენსიურად მიდის გამოძიება, რა საჭიროა ასეთი აჟიოტაჟი ზურას საქმესთან დაკავშირებით? როდესაც შვიდი – რვა წლის წინ ჟურნალისტური გამოძიებები მიმდინარეობდა, გასაგები იყო, იმიტომ, რომ მაშინ საქმე არ იყო გამოძიებული. მაგრამ ახლა, როცა ყველამ ვიცით, რომ მიდის გამოძიება, ვაცალოთ და ნუ შევუშლით ხელს.
როდესაც დასკვნა დაიდება, თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პიროვნებას გაუჩნდება ეჭვი, რომ არ იყო ობიექტურად გამოძიებული, ამ პარტიას და პოლიტიკოსს სტარსბურგის სასამართლოში გასაჩივრების საშუალება ექნება. ვთხოვ ყველას, ნუღარ აგრძელებთ ამ კამპანიას. ეს არის საშინელი ტრავმა ოჯახისთვის, ზურას შვილებისთვის“,-განაცხადა რემა ჟვანიამ.
ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები