ლევან ბერძენიშვილი: „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლობა ყველა დონეზე რჩება

ჩვენ ყველგან ვინარჩუნებთ პოზიციებს – ამის შესახებ დეპუტატმა, “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ბერძენიშვილმა განმარტა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლობა ყველა დონეზე რჩება.
„რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლობა ყველა დონეზე რჩება. ეს იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო თუ ადგილობრივი. ჩვენ ყველგან ვინარჩუნებთ პოზიციებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ ვიქნებით კოალიციაში. ვამბობთ, რომ დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია კოალიციაში იყოს პარტია და დამოუკიდებლად ვმონაწილეობდეთ არჩევნებში, ევროპის ყველა ქვეყანაში ასე ხდება. რაც შეეხება პარლამენტს, პარლამენტში ჩვენ ვიმუშავებთ ისე, როგორც პარტიას მიაჩნია სწორად. უმრავლესობასთან თუ რამე შევათანხმეთ, თუ არა, ვიტყვით, როგორც სწორად მიგვაჩნია “, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
“რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ასევე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას პარტია “ქართული ოცნებაც”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები