კიევში 4 რუსული ტელეკომპანიის ტრანსლირება შეწყდა

  კიევის სასამართლომ 4 რუსული ტელეარხის: „Россия 24“-ის,”პირველი არხის”, „НТВ“-ისა და „РТР“-ის ტრანსლირება აკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ რუსული ტელეკომპანიების ტრანსლირება უკრაინის ეროვნული ტელერადიოკომპანიის სარჩელის განხილვამდე შეწყვიტა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ უკრაინის უშიშროების საბჭომ ქვეყნის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას გამოძიების ჩატარება დაავალა, თუ რამდენად პასუხობს უკრაინის კანონმდებლობას რუსული ტელეარხების საქმიანობა და აღვივებენ თუ არა ისინი ეთნიკურ შუღლსა და სეპარატიზმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები