ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედრო მძღოლების წვრთნები გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მძღოლები საველე სწავლებას გამართავენ. მათ 300 კილომეტრამდე გზის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
წვერთნები გუდაუთის, ცაბალის და ნაღვალოუს პოლიგონებზე გაიმართება. მასში 800 სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკის 100-მდე მძღოლ-მექანიკოსი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში ქვეითთა სამხედრო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, ასევე მაღალი გამავლობის ტრანსპორტი მიიღებს მონაწილეობას. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ნაწილების სამხედროები, ასევე საბატალიონო-ტაქტიკურ და სნაიპერების წვრთნებს გამართავენ.