ხათუნა სამნიძე: კოალიციიდან გასვლაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საუბარი პარტიიდან გასვლაზე არ ყოფილა. მისივე განმარტებით, საუბარია იმაზე, თუ რა ფორმით მიიღებს პარტია მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში.
როგორც სამნიძე განმარტავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტია განცხადებას რმდენიმე დღეში გააკეთებს.
„კონკრეტულად პარტიის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამ რამდენიმე დღეში, რა თქმა უნდა, სპეკულაციებიც იქნება, ვარაუდებიც იქნება. ვიღაცას აწყობს, რომ სპეკულაციები იყოს. ყოველთვის არსებობენ ასეთი ძალები. მე არ ვლაპარაკობ ხელისუფლებაზე, მე ვსაუბრობ სხვა ძალებზე, რომლებსაც ახასიათებთ ასეთი სპეკულაციები. კოალიციის დატოვებაზე საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა. საუბარია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, იმაზე, თუ რა ფორმით მიიღებს პარტია მონაწილეობას. ეს არის პარტიის გადაწყვეტილება, თუ როდის გამოვაქვეყნებთ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები