ტრამპი რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გარიცხვას შეცდომას უწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი რვიანის“ ქვეყნების კლუბიდან რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილება არასწორი იყო.
„G7 ადრე G8 იყო, მაგრამ ბრწყინვალედ, მათ რუსეთი გარიცხეს. ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ის დარჩებოდა“, – თქვა ტრამპმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსასთან ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკებების დროს.