მაკა ბოჭორიშვილი – „მეგობარ აქტზე“: ამ აქტში არის ისეთი დებულებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და სამწუხარო იქნება, თუ დეზინფორმაციული ნარატივები დაედება საფუძვლად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან პოლიტიკის განსაზღვრას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით წინასწარ განცხადებებს ვერ გააკეთებს, თუმცა ამ აქტთან დაკავშირებით საკმაოდ კარგად იქნა ჩამოყალიბებული საქართველოს პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის პოზიცია.

როგორც ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, „როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება ეს პროცესი, ამას, რა თქმა უნდა, სენატი გადაწყვეტს, თუმცა ამ აქტში არის ისეთი დებულებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს დეზინფორმაციული ნარატივები დაედება საფუძვლად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან პოლიტიკის განსაზღვრას“.

„წინასწარ განცხადებებს ვერ გავაკეთებ ამ პროცესთან დაკავშირებით. „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საკმაოდ კარგად იქნა ჩამოყალიბებული საქართველოს პარლამენტის პოზიცია. გაკეთდა განცხადება, გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება ამ აქტთან დაკავშირებით, სადაც ძალიან კარგად ჩამოყალიბდა თუ როგორ ვხედავთ ჩვენ „მეგობარ აქტს“ და როგორ ვხედავთ აშშ-თან ურთიერთობას. აშშ-ის რამდენიმე სენატორის მიერაც იყო გაკეთებული შეფასება, რომ „მეგობარი აქტი“ არაფერია სხვა, თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ასეთი შეფასებებიც კეთდება „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.

როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება ეს პროცესი, ამას, რა თქმა უნდა, სენატი გადაწყვეტს. დიდია თუ მცირე მხარდაჭერა, აქ ჩვენ უნდა ვთქვათ როგორ ვხედავთ ამას. ამ აქტში არის ისეთი დებულებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს დეზინფორმაციული ნარატივები დაედება საფუძვლად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან პოლიტიკის განსაზღვრას, რაც ძალიან სათუოა და იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ყოფილიყო ჩამოყალიბებული პოზიცია, ჩვენი მხრიდანაც გვქონოდა გამოხმაურება და გვეთქვა ჩვენი სიტყვა. საქართველო აშშ-ისთვის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს. ჩვენი სურვილის არის აშშ-თან გავაგრძელოთ პარტნიორული ურთიერთობა და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ველით თუ როგორი იქნება აშშ-ის შემხვედრი ნაბიჯები საქართველოსთან მიმატებით. სად შეიძლება ვითანამშრომლოთ საქართველოს და აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები