ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ომის დასრულების მიზნით უზარმაზარი საერთაშორისო და შიდა ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა.
„ჩვენ ეს ზეწოლა მოვიშორეთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ და ღაზასთან, ლიბანთან და ირანთან მიმართებაში ისრაელის წარმატებები გაიხსენა.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვითქვამს ბოლო სიტყვა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ კამპანიაში“, – დასძინა მან.
„ირანი კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და ხაზი გაუსვა ისრაელის სრულ კოორდინაციას აშშ-თან.
„ჩვენ მათთან მუდმივად ვსაუბრობთ. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, რომელიც ხელს შეუშლის ირანის ბირთვული იარაღის გამოყენებას“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
„ეს ნიშნავს, რომ ირანს აღარ ექნება ურანის გამდიდრების შესაძლებლობა. თუ ამ შეთანხმებას მიაღწევენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით. ისრაელი ინარჩუნებს უფლებას, დაიცვას თავი რეჟიმისგან, რომელიც ჩვენი განადგურებით იმუქრება“, – დასძინა მან.