მერცი უკრაინაში კონფლიქტის გარდაუვალი დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის გარდაუვალი დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს.

„ამჟამად არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს ომი მალე დასრულდება“, – თქვა მერცმა, რომლის სიტყვებს გაზეთი „ბილდი“ ციტირებს.

როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, მიმდინარეობს მცდელობები კონფლიქტის ყველა შესაძლო დიპლომატიური საშუალებით დასასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ ვატიკანი შეძლებს კონფლიქტის მხარეების შეკრებას კონსტრუქციული დისკუსიებისთვის.

მერცის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანიამ შეასრულოს „აქტიური, მხარდამჭერი და ძლიერი“ როლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები