გია ვოლსკი: პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობს და შეიძლება, რაღაც შეიცვალოს

ამ საკითხის თაობაზე რაღაც აჟიოტაჟს არ შევქმნიდი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლკიმ „რესპუბლიკურ პარტიაში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, აქსიომაა, რომ კოალიციურ რეჟიმში მუშაობას დივერსიფიკაციისა და მრავალფეროვნების კუთხით თავისი ბევრი დადებითი გადაწყვეტილება აქვს, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი.
„ამ საკითხის თაობაზე, რაღაც აჟიოტაჟს არ შევქმნიდი. პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობს და შეიძლება, რაღაც შეიცვალოს, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი არ მაქვს“, – დასძინა გია ვოლსკიმ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რესპუბლიკელებმა“ შესაძლოა, კოალიცია დატოვონ, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები