გიორგი ვოლსკი: სახელმწიფო თავისი საზოგადოების ინტერესებს იცავს და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს
„სახელმწიფო არსებობს, სახელმწიფო თავისი საზოგადოების ინტერესებს იცავს და დესტაბილიზაციას არანაირად არ დაუშვებს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, 26 მაისისთვის დაკავშირებით ოპოზიციის გეგმების შესახებ განაცხადა.
„გედი ფოფხაძე გამოვა თუ ლევან ხაბეიშვილი და თავისი კუნთების თამაშს დაიწყებენ, რასაკვირველია, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სახელმწიფო არსებობს, სახელმწიფო თავისი საზოგადოების ინტერესებს იცავს და დესტაბილიზაციას არანაირად არ დაუშვებს. ვერ მოესწრებიან იმას, რომ სისხლი დაიღვრება, რასაც ასე აშკარად ლობირებენ ეს კონკრეტული პირები, მარიონეტები და ლობირებენ სამწუხაროდ, გარე მოთამაშეები, რომლებიც აფინანსებენ და პოლიტიკურ მხარდაჭერას არ იშურებენ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება.