ვლადიმერ ბოჟაძე: გურამ შარაძის მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ფასი ჰქონდა ადამიანს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს

„გურამ შარაძის მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ფასი ჰქონდა ადამიანს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს,“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს განსახილველ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, ის ფაქტობრივად შეკვეთილი ქუჩაში მკვლელობა. კომისიაზე დამატებითი მოსაზრებები იქნება წარმოდგენილი, შესაძლოა, დამატებითი მტკიცებულებები და რა თქმა უნდა, გურამ შარაძის მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ფასი ჰქონდა ადამიანს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და როგორ ექცეოდა საკუთარ მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე მიწვეულნი არიან ალექსანდრე მეგუთნიშვილი და რუსუდან შარაძე.

კომისია საკუთრებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის, ასევე, ქართველი მოღვაწის, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები