ირაკლი კირცხალია: დამოუკიდებლობის დღეს – ასეთ მნიშვნელოვან და სიმბოლურ დღეს აგენტურა და უსამშობლოთა გაერთიანება რაღაც არეულობას აანონსებს
„დამოუკიდებლობის დღეს – ასეთ მნიშვნელოვან და სიმბოლურ დღეს, აგენტურა და უსამშობლოთა გაერთიანება რაღაც არეულობას აანონსებს,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, 26 მაისისთვის ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.
„შეუძლებელია, ღიმილის გარეშე ისაუბრო ე.წ. ლიდერების გამონათქვამებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ თან ასეთ დროს. მარტივად არის საქმე – ყველამ კარგად ვნახეთ, რომ მოვიდა ახალი სცენარი. მათმა ერთ-ერთმა პატრონმა ახსენა სიტყვა რადიკალიზაცია და სცენაზე გამოვიდნენ ის მავნებლები, რომლებიც ძალიან კარგად არიან ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. დამოუკიდებლობის დღეს – ასეთ მნიშვნელოვან და სიმბოლურ დღეს აგენტურა და უსამშობლოთა გაერთიანება რაღაც არეულობას აანონსებს. როგორ მოახერხებენ ამ ყველაფერს, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ნახავს”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება.