გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულები არიან ადამიანები, რომლებიც კომისიას მისცემენ ახსნა-განმარტებას გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულები არიან ადამიანები, რომლებიც კომისიას მისცემენ ახსნა-განმარტებას გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევისა და ქონების ჩამორთმევის საკითხებთან დაკავშირებით. აუცილებლად იქნება საბოლოოდ კომისიის ის დასკვნა, რომელიც ასახავს რეალობას, რაც იყო 2003-2012 წლებში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე მიწვეულნი არიან ალექსანდრე მეგუთნიშვილი და რუსუდან შარაძე.

კომისია საკუთრებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის, ასევე, ქართველი მოღვაწის, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები