ბითაძე – ოპოზიციაზე: ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ადამიანების კრებული, რომლებსაც პოლიტიკის გაკეთება არ შეუძლია
“ეს სპექტაკლი გაითამაშეს გიორგი ვაშაძის გადასარჩენად”, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძის მიერ 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
„როგორც ჩანს, ეს სპექტაკლი გაითამაშეს გიორგი ვაშაძის გადასარჩენად, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება მათ გაცხადებულ პოლიტიკას და კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს, თუ როგორი დეზორიენტირებულია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და როგორი არათანმიმდევრული, მათ შორის, იმ ე.წ. პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ისინი წვალობენ და ვერ ანხორციელებენ. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ადამიანების კრებული, რომლებსაც პოლიტიკის გაკეთება არ შეუძლიათ”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი – გიორგი ვაშაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებულ 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის.