გოგი თოფაძე: „რესპუბლიკელები“ მე ნუ დამაბრალებენ, ეს მათი გადასაწყვეტია

ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე „რესპუბლიკელების“ მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” შესაძლო დატოვებას გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, დარჩებიან თუ არა „რესპუბლიკელები“ კოალიციის შემადგენლობაში, ეს მათი გადასაწყვეტია და თოფაძეს ამაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის. “ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია და რა უნდა გიპასუხოთ, მე ნუ დამაბრალებენ, ეს მათი გადასაწყვეტია, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს და შემდეგ ვისაუბროთ ამაზე”, – თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები