დავით ლორთქიფანიძე ინგა გრიგოლიას შვილს ემუქრება – „მე ამას ასე არ დავტოვებ“

„მე ამას ასე არ დავტოვებ. მე ვაპირებ, ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გავმართო და სერიოზული განცხადება გავაკეთო“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში დეპუტატი ინგა გრიგოლიას დღის ამბებში მის მიერ აღნიშნულ – „მისალმებაზე“ განმარტებას აკეთებს.
„ქართული ოცნების“ წევრი ინგა გრიგოლიას ოჯახს ემუქრება. ლორთქიფანიძის განცხადებით, მისი „მისალმება“ ჟურნალისტება გაასკანდალურეს და შემდეგ ამაში ინგა გრიგოლიას შვილი უხეშად ჩაერთო.
„მე ამას ასე არ დავტოვებ. ვაპირებ ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გავმართო და სერიოზული განცხადება გავაკეთო… ამასთან დაკავშირებით, მე მართლა გავაკეთებ სერიოზულ განხადებას და, რასაკვირველია, პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული, რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!… სხვათა შორის, მე არ ვიცოდი მისი გამოხტომის შემდეგ დამირეკა ასეულობით ადამიანმა,ბევრმა გამახსენა რაღაც თემები, სადაც პირადად იკვეთება ინგას შვილის… იკვეთება კი არა, პირდაპირ ჩანს, ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამაზე გავაკეთებ განცხადებას ამ კვირის განავლობაში. სხვათა შორის, არც ეს ვიცოდი და მითხრეს, რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი… მე არ ვკითხულობ, ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ჰყავს შეყვარებული… თუმცა, მე არ გამიკვირდება ზოგიერთის ყოფილი ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები“, -აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლოქრთქიფანიძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები