ვინ აგებს პასუხს 19 წლის გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებაზე, რომელიც დაფეხმძიმდა – შემთხვევა თბილისში

ჯგუფური გაუპატიურების შემზარავი ფაქტი თბილისში. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი ცენტრალური უბნის ტერიტორიაზე მოხდა.
„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ 19 წლის სტუდენტ გოგონაზე სამმა ახალგაზრდა მოზარდმა იძალადა. მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. გაზეთი არ ამხელს მსხვერპლის ვინაობას და იმ ტერიტორიის დასახელებისგანაც თავს იკავებს, სადაც ფაქტი მოხდა. მსხვერპლი ამავე უბანში ცხოვრობს. გაზეთის ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთი უბნის სკვერში მოხდა.
„ჩვენ ქრონოლოგიურად მოგითხრობთ დანაშაულის დეტალებს. სტუდენტი გოგონა სახლში უნივერსიტეტიდან მეტროთი დაბრუნდა. შემდეგ კი სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით გაუყვა. სწორედ ამ დროს მას მისთვის უცნობი სამი ახალგაზრდა დაესხა თავს, რომლებმაც ძალის გამოყენებით შეათრიეს გოგონა სკვერში, სადაც გამვლელები არ იმყოფებოდნენ. ამ გარემოებით ისარგებლეს და მოძალადეებმა გოგონა გააუპატიურეს. მსხვერპლის მონათხობიდან ირკვვა, რომ შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველიც ჰყავდა. საუბარია ტაქსის ორ მძღოლზე, რომლებმაც მოძალადეებს ხელი არ შეუშალეს და დანაშაულებრივ ქმედებას მშვიდად, შორიდან ადევნებდნენ თვალ-ყურს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და სამივე დამნაშავე დაკავებულია, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. რაც შეეხება მსხვერპლს, ის ფსიქოლოგის ზედამხედვლობის ქვეშ არის და დამნაშავე პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
ძალადობის მსხვერპლი ინტერნეტით, სოციალური ქსელის დახურული ჯგუფში დანაშაულს პირადად გამოეხმაურა:
„სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ვითვლიდი და პირდაპირი მნიშვნელობით ვისწავლე მიწაში სუნთქვა, რადგან მოძალადეებს არ დავეხრჩვე. ვინ არიან მოძალადეები, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია? როგორც „პრაიმტაიმისთვის“ ხდება ცნობილი, დანაშაულში ეჭვიმტანილები მიუსაფარი ახალგაზრდები არიან, რომელბიც მოსახლეობისგან მიღებული მოწყალებით ირჩენენ თავს.
რაც შეეხებათ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც შემთხვევას შეესწრნენ, თუმცა გოგონას გადარჩენას არ შეეცადნენ, დადგება თუ არა მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ამის გარკვევას იურისტ ლევან ალაფიშვილთან შევეცადეთ:
„დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებაში სამი ფიგურანტის მიერ. რაც შეეხებათ ადამიანებს, ვინც ამ ფაქტს შეესწრნენ და არ მოახდინეს რეაგირება, ეს უნდა დადგინოს გამოძიებამ და სასამართლომ. მტკიცებათა ერთობლიობით დადგება შესაბამისი განაჩენი. შესაძლებელია მათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მოსთხოვონ პასუხისგება იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ამას გამოძიება დაადგენს. თბილისში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების ფაქტის შესახებ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარი პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ აწარმოებს. ამ ეტაპზე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. გარდა ამ პროცედურისა, ძალადობის მსხვერპლი კონსულტაციებს გადის ექიმებთან. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი მოძალადისგან დაფეხმძიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები