ეკონომიკის სამინისტროში ხანძარი ლიკვიდირებულია

ეკონომიკის სამინისტროში მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 11 სამაშველო-სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა დროულად მოახერხეს. მსხვერპლი არ არის.
როგორც „კვირას“ სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი გამთენიისკენ, მე-6 და მე-7 სართულზე გაჩნდა რის შედეგადაც დაახლოებით 500 კვ. მეტრის ტერიტორია, შეკიდული ჭერი და ოთახები დაიწვა. ვარაუდობენ, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები