კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
დიდი სისწრაფით მიმავალი მსბუქის ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იჯდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და წყლის არხში ჩავარდა.
ავარიის შედეგად მიღებული ტრავმების შედეგად ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა მძღოლი, დანარჩენი მგზავრები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევარამაც, გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები