იულია ტიმოშენკოს ინფორმაციით, ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს ინფორმაციით, რუსეთში გასამართლებული უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
„ჩემი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ის უკრაინას გადაეცემა. სავჩენკოს ან რუს სამხედროებში გაცვლიან, ან ის უკრაინას გადაეცემა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სასჯელს უკრაინის ტერიტორიაზე მოიხდის”, – განაცხადა ტიმოშენკომ ტოკ-შოუ „შუსტერ ლაივის“ ეთერში.
მისი თქმით, უკრაინისთვის სავჩენკოს გადაცემის შესახებ რუსეთის ხელისუფლება გერმანიის კანცლერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დაარწმუნეს. სავჩენკოს ადვოკატი ილია ნოვიკოვი ასევე აცხადებს, რომ მისი გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის განმავლობაში იქნება მიღებული.
12884615_10205649600510932_1126906431_n
12421710_10205649599150898_1464506763_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები