“რეზოლუციის ინიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.
“ამ მხარდამჭერი ჯგუფის მხრიდან მოხდა ინიცირება რეზოლუციისა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის სრულ მხარდამჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და, ზოგადად, ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილს. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდამჭერა გამოხატა ჩემი ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს საქართველოს. იმედია, ეს რეზოლუცია მხარდაჭერილი იქნება კონგრესის მიერ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები