იან კელი – ჩემთვის დამაიმედებელია, რომ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტმა მხარდაჭერა მიიღო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ის მოხარულია, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.
“რასაკვირველია, მე საქართველოში წარმოვადგენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და აღმასრულებელ შტოს. ტექსტთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის ძალიან დამაიმედებელია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა ჰპოვა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა”, – განაცხადა ელჩმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას კელიმ ხაზი გაუსვა იმ ვალდებულებას, რომელიც რუსეთს 2008 წლის შეთანხმებით დაეკისრა.
“ასევე კელიმ ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რუსეთმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. გუშინ საქართველოს სტუმრობდა გენერალი ბრიდლავი, რომელმაც მის გამოსვლაში მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე მან ისაუბრა იმ მიუღებლობაზე, რომელიც გვაქვს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები