“ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ, რომ ძალიან შემრცხვეს, შეიძლება ერთი-ორ ძალიან შინაურ ადამიანს ვაწყენინო“

ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ, რომ ძალიან შემრცხვეს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფარული კადრების თემაზ საუბრისას განაცხადა.
“თვალთვალის ობიექტი მაშინ ყველა ვიყავით. ჩემზე თუ რაიმეს გავრცელება უნდათ, გაავრცელონ, მე არაფრის მეშინია. ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ, რომ ძალიან შემრცხვეს. შეიძლება ერთი-ორ ძალიან შინაურ ადამიანს ვაწყენინო”, – აღნიშნა დეპუტატმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩართულიყო კამპანიაში და კადრები არ უნდა გაენადგურებინა. თამაზ მეჭიაური ვარაუდობს, რომ ფარული ვიდეოების ავტორები ფარულ ვიდეოებს თავის დროზე რამდენიმე ეგზემპლარად გადაამრავლებდნენ და ქვეყნიდან გაიტანდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები